ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით მედიასთან ბოლო შეხვედრა გამართა და 4-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა გუბერნატორის სტატუსით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ბოლოჯერ გამართა და მუშობის 4 წელი შეაჯამა.

როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ჩემთვის გულწრფელად დიდი პატივი იყო კახეთის მოსახლეობის ინტერსების ლობირება და კახეთის განვითარებაზე ზურნვა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსით ბოლოჯერ შევხვდი მედიის წარმომადგენლებს და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის 4 წელი შევაჯამე. ჩემთვის გულწრფელად დიდი პატივი იყო კახეთის მოსახლეობის ინტერსების ლობირება და კახეთის განვითარებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც განხორციელდა რეგიონში ბოლო ოთხი წლის მანძილზე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ახალი შენობა რვავე მუნიციპალიტეტში, სამი ინოვაციების ცენტრი თელავში, ახმეტასა და გურჯაანში, ახალი საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების მშენებლობა - რეაბილიტაცია, მიუსაფარ ცხოველთა პირველი რეგიონული თავშესაფარი, გზების მშენებლობა, არა ერთი პროექტი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რომელიც უკვე განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს წყალმომარაგების საკითხი ჩვენი რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტებში, ამიტომ ამ კუთხით მუშაობა კვლავ აქტიურად გრძელდება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ წლების განმავლობაში კახეთის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„მედიაში ხშირად ვრცელდებოდა კახეთის განვითარების ჩემეული ხედვა, რომ კახეთში, აეროპორტი " მიმინო" ჯერ შიდა ფრენებისთვის, შემდეგ კი საერთაშორისო ფრენების მისაღებად ამოქმედდებოდა, რომ თუშეთამდე მისაღწევად, რთული, გეოგრაფიულად საშიში და ექსტრემალური გზის გარდა საბაგირო გზით მიაღწევდა ტურისტი. მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტები დღის სინათლეს იხილავს და რეალიზებული გახდება. კახეთში, ჩემი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, თელავისთვის და თუშეთისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმები დამუშავდა და შეიქმნა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენია, ორივე მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარების გზაზე. თელავს შემოდგომიდან, გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება, დასრულდა პროექტირების ფაზა თელავის განახლების გეგმაზე, მომავალი წლიდან სატახტო ქალაქში განახლების ახალი ტალღა დაიწყება. ტურიზმის სფეროში გეტყვით, რომ მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, მთელი რეგიონის მასშტაბით ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობაა გაშლილი. პირველი საინვესტიციო რეგიონული ფორუმი, რომელიც კახეთში გაიმართა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა - მეტი ინვესტიციის მოზიდვას კახეთისთვის და მისი ტურისტული პოტენციალის განვითარებას, რაც ამ რეგიონს უპირობოდ უმკვიდრებს გამორჩეულ ადგილს ტურისტულ რუქაზე. ეს ყოველივე, კი საერთო ჯამში სოციალური ფონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, იქმნება სამუშაო ადგილები, ტურიზმის ინდუსტრიაში, ისევე როგორც, სოფლის მეურნეობის სფეროში, კახეთში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, უკვე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ჩვენი თანამოქალაქეები საქმდებიან. ეს ყველაფერი ერთად კახეთის, როგორც ძლიერი რეგიონის სურათს გვაძლევს. მჯერა, რომ კახეთი ყოველთვის, იმედიანად, წელგამართული შეხვდება ახალ გამოწვევებს და შეუქცევადი იქნება მისი წარმატება და განვითარება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა კახეთის მცხოვრებლებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო კახეთის თითოეულ მცხოვრებს, ფერმერს, მევენახეს, მათთან შეხვედრა, მათგან წამოსული გზავნილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა კახეთის განვითარებაზე ჩემი ხედვის ჩამოყალიბებას, მადლობა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას რომელიც ჯამში 22 ადამიანისგან შედგება და მათი წვლილი ნამდვილად დიდია გაწეული საქმის ჯეროვნად შესრულებაში, მადლობა კახეთის რეგიონში შემავალ თვითმმართველობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მადლობა თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ყოველთვის ვცდილობდი გამჭვირვალე და გახსნილი ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა, მადლობა კორონა პანდემიის პერიოდში საოპერაციო შტაბში ჩართული თითოეული უწყების - სამედიცინო და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს, სწორედ ჩვენი ერთობლივი, გუნდური მუშაობის შედეგია, რომ "მწვანე ზონად" წიდებული კახეთი მოწოდების სიმაღლეზე იდგა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა