გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მშობლიურ რეგიონში მუშაობა, ხვალიდან ვტოვებ შიდა ქართლის მხარის რწმუნებულის პოსტს

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო მშობლიურ რეგიონში მუშაობა, ხვალიდან ვტოვებ მხარის რწმუნებულის პოსტს, იმისთვის რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადება დავიწყო , - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო იმ რეგიონში მუშაობა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან, იმ ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ბიზნესსექტორთან მქონოდა შემაჯამებელი შეხვედრა და მათთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც შიდა ქართლში განხორციელდა. დამეთანხმებით, ციფრები და შედეგები მართლაც შთამბეჭდავია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს. რა თქმა უნდა, რეგიონში რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად გაუმკლავდება, მაგრამ ამჯერად, ჩემს მაგივრად ამ პოზიციაზე სხვა ადამიანი იქნება. ხვალიდან ვტოვებ ამ საპატიო პოსტს, იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადება დავიწყო. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ჩემი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

შიდა ქართლის რწმუნებულმა ორწლიანი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე დღეს გამართა. გიორგი ხოჯევანიშვილმა პრეზენტაცია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაცნობით დაიწყო. გუბერნატორმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის მხარდაჭერაზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ხელშეწყობაზე, ტურიზმის განვითარებაზე, სამედიცინო, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების რეაბილიტაციაზე, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებაზე, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები, იმ სააგენტოებისა და ფონდების ხელმძღვანელები, რომელთა ფინანსური მხარდაჭერითაც რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ასევე, მიწვეულები იყვნენ შიდა ქართლში მოქმედი ეპარქიების მმართველები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის რწმუნებულის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში იგი გორისა და კასპის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა