აშშ-ში კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 259 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 67 023 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 562 038-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს აშშ-ში კიდევ 1 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 153 314-ს მიაღწია.

„როიტერსის“ მონაცემებით, აშშ-ში ივლისში "კოვიდ 19"-ით 25 000 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის 19 შტატში კი, აღნიშნულ პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა.

შემთხვევების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფლორიდის შტატში დაფიქსირდა, სადაც ივლისში 310 000 ადამიანი დაინფიცირდა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა