თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა. აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები.

აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი უკავშირდება სხალთის ხეობას, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა