კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. ინფიცირებული მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან დაბრუნდა.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 17 ადამიანია და ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

„გასული 24 საათის განმავლობაში ერთი ინფიცირებული დაგვემატა, ეს პაციენტი მძღოლია და თურქეთიდან შემოვიდა. მას ტესტირება ჩაუტარდა და „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, პაციენტს ჩივილები არ აღენიშნება. ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 17 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი პაციენტი კი მძიმედ გვყავს და მას ინტენსიური მკურნალობა უტარდება",- განაცხადა ექიმმა გია კიკაბიძემ.

იხილეთ ვიდეო:კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში გამოვლინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო