შემოსავლების სამსახურის უფროსმა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასვლითი თათბირი გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებთან და გეზის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის პირობებში თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურები. იგი ასევე, გაეცნო მიზნობრივი ტესტირების შედეგებს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობა განიხილა და მათ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საბაჟო სერვისებთან დაკავშირებით უწყება ეტაპობრივად განახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო