„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები გლდანის მოსახლეობას შეხვდებიან

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერები რეგიონების გარდა მხარდამჭერებთან შეხვედრებს დედაქალაქის მასშტაბითაც განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერები 2 აგვისტოს გლდანის მოსახლეობას შეხვდებიან.

„თავისუფალი საქართველო“ ის პარტიაა, რომელიც ყურადღებით უსმენს ხალხს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მათ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ სოციალურ-ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც საქართველო ამჟამად იმყოფება“.-განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ისევე, როგორც თბილისის სხვა უბნებში „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გლდანის რაიონშიც წარადგენს. „ამჟამად „თავისუფალ საქართველოში“ პარტიის ლიდერებისა და სახეების გადანაწილება მიმდინარეობს . აგვისტოს შუა რიცხვებამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ჩვენი წარმომადგენელი გლდანის რაიონში. გვაქვს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი, ვინაიდან ჩვენი პარტია ფაქტობრივად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი გამოკვეთილი ძალაა, რომელიც მთლიანად ეროვნული ღირებულებებით მოქმედებს და არცერთ პოლიტიკურ ბანაკს არ მიეკუთვნება“ - განაცხადა კახა კუკავამ. გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერები მიმდინარე თვის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა