სოფელ ყარაჯალარიდან, ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტს მოსახლეობა დღეიდან გაიტანს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტს მოსახლეობა დღეიდან გაიტანს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, გამოიყო 10 სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც მოხდება პროდუქციის გატანა.

„მოსახლეობის მოთხოვნა რაც იყო, რომ საკუთარი პროდუქციის - ბოსტნეულის რეალიზაცია თავად მოეხდინათ ბაზარში, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, გამოიყო 10 სამარშრუტო მანქანა. ვინც გაიტანს ამ პროდუქციას ბაზარში, ჩაუტარდათ ,,პისიარ“ ტესტირება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ გადაადგილდნენ და გაუკეთონ თავიანთ პროდუქციას რეალიზაცია, რა თქმა უნდა, ეს პროცესი იქნება კონტროლის ქვეშ.

ორშაბათიდან დავიწყებთ მოსახლეობაში პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების დარიგებას, პირველ რიგში ეს გადაეცემა სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს, ასევ სხვა შეჭირვებულ ოჯახებსაც“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა