ფოთის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა

ფოთის საქალაქო სასამართლომ მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა.

ადვოკატი ჯიტა გულუა მიიჩნევს, რომ საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობდა. ,,არამც თუ დღევანდელი გადაწყვეტილებაა უსამართლო, არამედ თავიდან ბოლომდე ყველაფერი არის ყოველგვარ სამართალს გაცდენილი. დაწყებული დაკავების მომენტიდან, ბრალის წარდგენით დამთავრებული. ის საფუძვლები, რასაც სახელმწიფო ბრალდება დაეყრდნო ბრალის წარდგენისას, გარდა დაზარალებულისა, მისი ორი ბიძაშვილის ჩვენებაა, თითქოსდა ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ დაზარალებულის და ბრალდებულის ურთიერთობებს“,- აცხადებს ადვოკატი.

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმის უკან დგას ვიღაც, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენა. მისივე თქმით, შესაძლოა, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ,,ალბათ, არიან ვიღაც დაინტერესებული პირები, რომლებსაც აწყობთ რატომღაც სიტუაციის გადამალვა , რაღაცაზე ამოფარება და რატომღაც გამოიყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც მართლა აგრესიული იყო ამ გოგოს მისთვის მიუღებელი ქცევების მიმართ. სულ ეუბნებოდა, იარე შვილო სკოლაში, წიგნი წაიკითხე, ნუ დადიხარ შენთვის შეუფერებელი ასაკის მამაკაცებთან, ამ ყველაფერს აგრესიულად ვუყვიროდიო. სახლში მთელი ღამეები რომ ქეიფობდნენ ბიჭები და ერთობოდნენ, მიუვარდებოდა და ყრიდა მათ. მისი მხრიდან გარყვნილი ქმედება საერთოდ გამორიცხეთ, იმიტომ რომ თვითონ დაზარალებული გამორიცხავს.

სასამართლო, აღმკვეთი ღონისძიების განხილვისას, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს. სამწუხაროდ, იმ სასამართლომ, რომელსაც განსაკუთრებულად ვენდობოდი, დღეს არ ისარგებლა ამ სტანდარტით და იგი მხოლოდ, მიუხედავად ხანგრძლივი განმარტებისა, მაინც ამოვიდა, არა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან, არამედ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

ცნობისთვის, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის თანამშრომლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა