შემოსავლების სამსახური -  მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში,  ბათუმის სერვისცენტრში  კონსულტაცია 15 282 მოქალაქემ მიიღო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ბათუმში მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ შემოსავლების სამსახურის უფროსს მიმდინარე სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა და პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

„მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, გადასახადის გადამხდელებისთვის კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების გაწევა უმნიშვნელოვანესი პროცესია. აქ მათ შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ახალი ელექტრონული სერვისები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება მხარეებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროსა და ფინანსურ რესურსს“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსის ინიცაიტივით გაიმართა და მსგავსი ფორმატის შეხვედრები, ეტაპობრივად, სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ბათუმის სერვისცენტრი ადგილზე 3 259 გადამხდელს მოემსახურა, ხოლო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კონსულტაცია 15 282 მოქალაქემ მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს