არჩილ თალაკვაძე -  ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა, ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებულ კითხვას.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აღნიშნული საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა.

"ეს არის ნამდვილად ტრაგედია მშობლებისთვის, საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, ოჯახის ერთადერთი მოლოდინი არის ამომწურავი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება. სამართალდამცავებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ამომწურავად გამოიძიონ ეს საქმეები და მისცენ პასუხისგებაში დამნაშავეები. თუ ჩვენ გვსურს, მართლწესრიგი და გვსურს დანაშაულის დონე შევამციროთ ქვეყანაში, ვებრძოლოთ მომავალშიც ასეთი ტიპის დანაშაულებს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ორივე შემთხვევაშიც მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელდეს. სამართალდამცავებს აქვთ სრული მხარდაჭერა ამაში და შემდგომ უკვე ჩვენ დაველოდებით ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ რა თქმა უნდა, ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. საზოგადოების და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ ის, რაც ფაქტებით იქნება დადგენილი. მესმის, რომ მედიას სურს უფრო სწრაფად თქვას ვერსიები, უფრო სწრაფად წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ გამოძიებას სჭირდება მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვერსიების გადამოწმება, მოწმეთა გამოკითხვები და ამას ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე მედიის მხრიდან ვერსიების დასახელებას", - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ამორალურია ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა