არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას მოქმედების ორი არეალი რჩება, ჩვენი პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები

პოლიტიკური პატიმრები ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აშშ- ის კონგრესის წევრთა განცხადებები მათთვის ყოველთვის საინტერესოა და პარტნიორების მოსაზრებას ყოველთვის პატივისცემით ეკიდება ხელისუფლება. როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, აშშ- ის კონგრესის წევრთა, ისევე როგორც, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება, ახლა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა კონცენტრირებული.

"ამ შემთხვევაში, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ შემოდგომაზე ჩავატაროთ სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. ამისთვის ჩვენ დავამტკიცეთ ახალი საარჩევნო მოდელი, რომელიც არსებითად პროპორციულია, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, ასევე, ვმუშაობთ უსაფრთხოების წესებზე, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს უსაფრთხო არჩევნების ჩატარების საშუალებას მოგვცემს და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ამ პროცესში, ეს არის პოლიტიკური პროცესი და რასაკვირველია, არანაირი საფრთხე აშშ- ის და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას და მეგობრობას არ ემუქრება",- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმება ხელისუფლების მხრიდან შესრულებულია.

"სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაარღვია ძველმა ოპოზიციამ, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ საზოგადოებას მისცა დაპირება, რომ მხარს დაუჭერდა ამ ცვლილებებს, ეს ცვლილებები არ იყო მათგან მხარდაჭერილი, რაც არის ერთგვარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამას სათანადო შეფასებას მისცემს საზოგადოება არჩევნებზე.

პოლიტიკური პატიმრები ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს. ამ სიტუაციაში, როცა არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, არ ჰყავთ ან ძალიან ცოტა ჰყავთ ლიდერები, ვინც შეიძლება, პირდაპირ მივიდნენ საზოგადოებასთან და რაიმე მხარდაჭერა მიიღონ, ბუნებრივია, მათ რჩებათ ორი შესაძლო მოქმედების არეალი, პირველი ეს არის ჩვენი პარტნიორების არასწორად ინფორმირება და მეორე - შიდა სპეკულაციები, რასაც მუდმივად აკეთებდნენ. ჩვენ ყოველთვის ვხედავდით, რომ ძველი ოპოზიცია ამბობდა ერთს და აკეთებდა მეორეს და როცა ასე იქცევი, ამის ფასს იხდი არჩევნებზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა