არჩილ ჩიქოვანი - ბათუმს მალე დაუბრუნდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება"

ბათუმში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ჩიქოვანის თქმით, ბათუმის მერიაში უახლოეს პერიოდში შეიქნება სპეციალური კომისია, რომელიც ილია ჭავჭავაძის უკვდავ სიტყვებს - ,,მამული, ენა სარწმუნოება“ ქალაქს დაუბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რომელზეც კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

„ჩვენს თანამემამულეებს მინდა მივულოცო ილიაობა - წმინდა ილია მართლის ხსენების დღე. ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. ღირებულებები, რომელიც მან დასახა, საფუძვლად დაედო ჩვენ მიერ მოპოვებულ თავისუფლებას. სწორედ მისი დამსახურებით გაღვივდა საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენი ვალია, განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა. ასევე, განსაკუთრებულად და გულითადად მინდა მივულოცო მისი ანგელოზის დღე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ”, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ილიაობის აღნიშვნის ტრადიცია 2014 წელს აღდგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო