კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა და ჯამში 62 გახდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა, დღეს დადასტურებული შემთხვევა, სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.

"ახალი დადასტურებული შემთხვევა, სოფელ ყარაჯალარის მაცხოვრებელია, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 52 ბიოლოგიური მასალა სოფელ ყარათაკლიიდან გადაიგზავნა, 8 კი ყარაჯალარიდან, მათგან კოვიდინფექცია არცერთს არ დაუდასტურდა. 8 პირს, რომელთაც "პისიარ" ტესტირება გუშინ ჩაუტარდა სოფელ ყარაჯალარში და კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს საღამოს სასოფლო სამეურნეო პროდუქტს ნავთლუღის ბაზარში, ყველა შესაბამისი წესის დაცვით გაიტანენ მიკროავტობუსებით სარეალიზაციოდ, როგორც დავპირდით მოსახლეობას", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა