ხულოში, სოფელ წაბლანას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ხულოში, სოფელ წაბლანას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, 208 ოჯახი ხელისუფლებისგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყერის გამო დაზარალდნენ და დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები.

აქციის მონაწილეების განმარტებით, წლების წინ ბათუმში კორპუსის მშენებლობა დაიწყო, თუმცა შენობა საცხოვრებლად უვარგისია.

"1989 წლის დაზარალებული მოსახლეობისთვის მთავრობამ ბათუმში კორპუსები აშენა, თუმცა საცხოვრებლად უვარგისია. პარალელურად სოფლის მცხოვრებლები ამ დრომდე მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ და ვითხოვთ ჩვენთვის განკუთვნილი კორპუსი დასრულებას, თეთრი კარკასის ჩაგვბარდეს. ასეთ სიტუაციაში 208 ოჯახი ვართ. კორპუსის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე 2014 წელს დაიწყო 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. პრობლემა არც ერთი ხელისუფლების დროს არ მოგვარებულა. დაზარალებული ოჯახები კი მეწყერსაშიშ ზონაში ვრჩებით", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა