მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მედიკამენტები 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა, თუმცა მედიკამენტის მიწოდება უამინდობის გამო ვერტმფრენით ვერ მოხერხდა.

"რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჭიორაში 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა მედიკამენტები. პრეპარატები, რომელიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა, უამინდობის გამო ვერტმფრენით მიწოდება ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები, ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.

ადგილზე იმყოფება ექიმი, 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა