BBC - ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემზე სამჯერ მეტია

ირანში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობა ოფიციალურ მონაცემზე სამჯერ მეტია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყარომ გამოცემას ხელისუფლების ჩანაწერები მიაწოდა, რომლის თანახმადაც, 20 ივლისის მონაცემებით ირანში კოვიდ 19-ს 42 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი, იმ დროისთვის ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა 14 405 იყო.

ამავე ჩანაწერების თანახმად, ირანში 20 ივლისისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 451 024-იყო, რაც ოფიციალურ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტია.

BBC-ი წერს, რომ ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული მონაცემები შეიცავს დეტალებს ქვეყნის საავადმყოფოებში შეყვანილი პაციენტების შესახებ, მათ შორის ინფორმაციას მათი სახელების, ასაკის, სქესის, სიმპტომების, საავადმყოფოებში გატარებული პერიოდის, თანხმლები დაავადებების შესახებ.

ცნობისათვის, ირანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 22 იანვარს დადასტურა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 309 437-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 17 000-ს აჭარბებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა