რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში ეფექტური მუშაობის ფონზე მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ცნობით, რაჭის მაღალი ძაბვის ქსელი სრულად აღდგენილია, რჩება მცირე ლოკალური დაზიანებები, რომელიც ხვალ შუადღემდე სრულიად აღმოიფხვრება.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ლაგვანთასა და მაჟიეთში ადგილზეა მიტანილი ხიდის კონსტრუქციები, ხვალიდან ხიდის სექციების შედუღების სამუშაოები იწყება.

„ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობისა და ადგილზე შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის კოორდინირებული მუშაობის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროის მონაცემებით, 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი, გადაყვანილი კი 21. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლებში: გლოლა, ხიდეშლები, მაჟიეთი, ჭიორა ექიმები შეიყვანეს.

სტიქიის დროს ელექტროენერგია 14 სოფელს შეუწყდა, ამ ეტაპის მონაცემებით, ელექტროენერგია აღდგენილია და 10 სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. დარჩენილ 4 სოფელში აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ღებს დენი გენერატორის მეშვეობით საათობრივად მიეწოდება. ელექტროენერგია აღდგა შემდეგ სოფლებში - ნაკიეთი, ფარავნები, გომი, ჯინჭვისი, ნიგავზები, საკაო, ლაგვანთა, მაჟიეთი, ბორცო, ხიდეშლები, ელექტროენერგიის გარეშე კი ამ დროისთვის, გლოლა, შოვი, ჭიორა და ღებია დარჩენილი.

სტიქიის შედეგად საავტომობილო გზები 16 სოფელში იყო დაზიანებული. დღეის მონაცემებით 11 სოფელში გზა რეაბილიტირებულია, 128-ე მაგისტრალზე, უწერა-გლოლის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,უგზოოდ რჩება 5 სოფელი -მაჟიეთი, ხიდეშლები, გლოლა,შოვი,ჭიორა, ღები..სოფელ მაჟიეთსა და ხედეშლებში მდინარე საკაურასა და ბოდეურაზე მოეწყობა ერთი ცალი სარმის დროებითი ხიდი,რომლის დამონტაჟებისთვის ერთი კვირაა საჭირო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საგანგებოდ შექმნილი სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი მუდმივ კონტაქტში იმყოფება დაზარალებულ მოსახლეობასთან, საჭიროებებს ეცნობა და შესაბამის დახმარებას ახორციელებს.

„ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაზარალებულ სოფლებში დარიგდა 670 სასურსათო კალათა და 1295 პური. ასევე ხვალიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში მოძრავი მაღაზიების მეშვეობით ხალხს საჭირო პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები მიეწოდება“, - ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია - სტიქიის ზონიდან 447 მოქალაქეა გადმოყვანილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა