„სტრატეგია აღმაშენებელის“ პირველ რეგიონალურ ოფისს ბათუმში ბექა დიასამიძე უხელმძღვანელებს

ბათუმში სტრატეგია აღმაშენებელის“ პირველ რეგიონალურ ოფისს ბექა დიასამიძე უხელმძღვანელებს. „სტრატეგია აღმაშენებელის" გუნდის წევრის ბექა დიასამიძის განცხადებით ბათუმში 3 000 ათასამდე ადამიანია გამოკითხული, რომლებიც ცვლილებებს ითხოვენ და სურთ, გიორგი ვაშაძე გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დიასამიძის თქმით ბათუმის ოფისში ადამიანები ენთუზიაზმითა და შემართებით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და მიაჩნია, რომ აჭარაში ერთი ძლიერი გუნდი შეიკრა, რომელიც ბრძოლისთვის მზად არის.

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ სრულიად გააღარიბა ქართველი ხალხი. იმისათვის, რომ ეს ყოველივე უბედურება დასრულდეს, ოქტომბერში უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია ან აღმშენებლობა და წინსვლა.

როგორც კი ბათუმში ჩამოვედით და ოფისი გავხსენით, ადამიანები თავიანთი ენთუზიაზმითა და შემართებით ყოველდღიურ რეჟიმში მოდიოდნენ. ადგილობრივები ითხოვენ ცვლილებებს და გიორგი ვაშაძე სურთ, როგორც პრემიერად. ჩვენ, აჭარის გუნდს ამისთვის დიდი შრომა და ბრძოლა გველოდება წინ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელის" სახით ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა აჭარაში“, - აცხადებს ბექა დიასამიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო