გიგა ბოკერია - ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეროვნული ამოცანაა ხელისუფლებიდან ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება. როგორც მან „ევროპული საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ ვითომ მშობლები უნდა იყვნენ ჩვენი და ამ დროს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი დაპირების შემდეგ, ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამას გავაკეთებთ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად. ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, უნდა ვიყოთ ერთიანები, შეკრულები, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით. „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა. შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას და დავიწყებას, რომ ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა