დავით ბაქრაძე - გვინდა საქართველო იყოს მდიდარი, როგორც ევროპა და დაცული, როგორც ნატო

გვინდა საქართველო იყოს მდიდარი, როგორც ევროპა და დაცული, როგორც ნატო, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზით დაამარცხებს მშვიდობიანად რუსულ ოკუპაციას და აღადგენს ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას.

„ჩვენ გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია იმიტომ, რომ ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას და მეტ სამუშაო ადგილს ქვეყანაში. ამისთვის გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან. გვჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უსაფრთხო საქართველოს, რომელიც არის ნატოს წევრი. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზით ჩვენ დავამარცხებთ მშვიდობიანად რუსულ ოკუპაციას და აღვადგენთ საქართველოს მთლიანობას და ერთიანობას. გვინდა საქართველო იყოს მდიდარი, როგორც ევროპა და დაცული, როგორც ნატო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ ამ არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა