ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები რაჭის სტიქიის ზონაში  მუშაობას აგრძელებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მე-6 დღეა აქტიურად აგრძელებენ რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად სამუშაოები მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.

უწყებაში განმარტავენ, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დღეს უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მოეწყო მილები და ყრილი, რამაც ავტომობილების მიმოსვლა შესაძლებელი გახადა.

დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე, რითაც შესაძლებელი გახდა სამუშაოების დაწყება 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმის ხიდის 2 ნაწილი. დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ დაიწყება ხიდის მონტაჟის სამუშაოები.

მათივე ცნობით, დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოები.

უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.

უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტები სტიქიის ზონაში აგრძელებენ ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენისა და ძველი სათავო ნაგებობის წმენდის სამუშაოებს.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე 13 სოფელს, მათ შორის, გლოლასა და შოვს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გრძელდება სამუშაოები დარჩენილ 3 სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად.

სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს