არჩილ თალაკვაძე - თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლია შექმნილი, რომელიც პანდემიის პირობებში, ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხო ჩამოსვლას უზრუნველყოფს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დამკვირვებლებს კარანტინში განთავსება არ მოუწევთ.

„ამისთვის მთავრობას სპეციალური პროტოკოლი მზად აქვს და მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამუშაო შეხვედრები ყველაზე დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან და დამკვირვებლები იქნებიან ძალიან წარმომადგენლობითი მისიებით წარმოდგენილები.

ამასთან, პრემიერ-მინისტრთან და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო არჩევნების წესებთან და სტანდარტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად გვაქვს და ამ კუთხით, საკანონმდებლო რეგულაციები მივიღეთ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია, ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხო გარემო უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქებისთვის, რომლებიც საარჩევნო ყუთთან მიდიან და ასევე დამკვირვებლებისთვის.

ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი სპეციალურად აკეთებს განცხადებებს, რათა შექმნას განწყობა, რომ თითქოს ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები. მე პირიქით გეტყვით, რომ ძველ ოპოზიციას არ უნდა ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა. საერთოდ მათი დღის წესრიგი არაა არჩევნები და მშვიდი საარჩევნო პროცესი. ისინი დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ის ხალხი, როგორც საპარლამენტო დარბაზებში რას ჩადიოდნენ, ასევე ქუჩაში ნახა, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის განხორციელებისთვის. ასე რომ თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა