რაჭაში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. მათივე ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის ყველა მოსახლეს ელექტროენერგია მიეწოდება. მათი ცნობით, ამ დროისთვის, დარჩენილია მხოლოდ მცირე დაზიანება კურორტი შოვის კერძო ქსელში, რომელიც აგრეთვე მალე აღდგება.

„კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა ძალიან რთული და საკმაოდ სარისკო სამუშაოები, დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ წარმატებით დაასრულეს, რისთვისაც დიდი მადლობა პროცესში ჩართულ ყველა თანამშრომელს“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია