გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე - მომხდარზე აგოს პასუხი, არავითარი მოლაპარაკება მასთან არ მექნება

ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან ჩადენილთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს.

როგორც საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებს თოფაძემ განუცხადა, მას ურეკავენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს.

"12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, გამოაცალეს რაღაცები, რამდენიმე წუთი ველაპარაკე, მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო... მთავარია, ჩემი შვილიშვილი ამ ეზოში, სახლში კინაღამ მოკლეს. მერე ის კაცი გამოიქცა, ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და აგოს პასუხი. მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი, მითუმეტეს, პირველი შემთხვევა ეს არ არის. არავითარი მოლაპარაკება მაგასთან არ მექნება...

ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ საავადმყოფოში მოვარდა დილის 08:30 საათზე, შევარდა, ვითომ დაჭრილია, გაიკეთა დიდი რაღაც, მერე საღამოს კიდევ მოვიდა, ექიმიც მოიყვანა და კიდევ დაწვა საავადმყოფოში... რატომ? რომ გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩება", - განაცხადა თოფაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:"მირეკავენ ვიღაცები, ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც მოხდა, იმაზე აგოს პასუხი!" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა