კახა ლაბუჩიძე - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, ანა კობახიძის განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის დეზინფორმირებას ემსახურება.

მისი განცხადებით, ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში განცხადების ავტორმა გამოაქვეყნა 24 ივლისს, არასამუშაო საათებში არის გადაღებული და არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არამედ არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

"მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, ანა კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებას, თითქოს მმართველი გუნდი, პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამ ფაქტის მტკიცებულებად მან გაავრცელა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კახიშვილთან ერთად გადაღებული ჩემი და ჩემი მეგობრების ფოტო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული შეხვედრა შედგა 24 ივლისს, პარასკევს, არასამუშაო საათებში საღამოს 20:00 სთ-ზე, შესაბაბისად, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსი რადგან, საქართველოს საარჩევნო კოდექსი იძლევა უფლებას აგიტაციაში მონაწილეობა მიიღო, ნებისმიერ დროსა და სივრცეში თუ აღნიშნული არ უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მითუმეტეს როცა საუბარია გამგებელზე, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია და საარჩევნო კოდექსის მიხედვით არ ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.აქედან გამომდინარე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას",- წერს სოციალურ ქსელში ლაბუჩიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა