გაეროს ანგარიში - ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამას აგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული იარაღის პროგრამას და რამდენიმე ქვეყანას მიაჩნია, რომ მან, სავარაუდოდ, საკუთარი ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო თავებთან თავსებადი მინიატურული ბირთვული მოწყობილობები შექმნა, - „როიტერსის“ ინფორმაციით ამის შესახებ გაეროს საიდუმლო მოხსენებაშია ნათქვამი.

სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შუალედური ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს 15-წევრიან კომიტეტს წარედგინა, რომელიც ჩრდლილოეთ კორეის სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს.

„ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა საკუთარ ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, მათ შორის გამდიდრებული ურანის წარმოებას და ექსპერიმენტული მსუბუქი წყლის რეაქტორის მშენებლობას. წევრი ქვეყნის შეფასებით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აგრძელებს ბირთვული იარაღის წარმოებას, ”- ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთი ქვეყანა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო დროს განხორციელებული 6 ბირთვული გამოცდა მას მინიატურული ბირთვული მოწყობილობების შექმნაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანას ომებში მონაწილეობის მიღება აღარ დასჭირდება, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალი მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეას საკუთარი ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების გამო გაეროს სანქციები 2006 წლიდან აქვს დაწესებული. გაეროს უშიშროების საბჭო ამ სანქციებს მუდმივად ამკაცრებს, რისი მიზანიც აღნიშნული პროგრამებისთვის დაფინანსების შეწყვეტაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა