ეპიდემიის გამო, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება. კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება.

ამასთან, ქეთევან დარცმელიას თქმით, კიდევ ერთი რეკომენდაციებით, ბაგა- ბაღებში ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც სადენზინფექციო ხსნარით დამუშავდება.

„ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან.

თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ.

ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს.

დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

იხილეთ ვიდეო: ეპიდემიის გამო, შრომის ინსპექცია ბაგა-ბაღების ჯგუფებში 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას ითხოვს

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა