„სამართალიანი არჩევნები“ - მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა

წინასაარჩევნო პერიოდში, მარნეულში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

„მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამენტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი, დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგბლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია”,- ნათქვამია ანგარიშში.

ამავე კვლევის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური დახმარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2 და „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე დაფიქსირდა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი.

კვლევა ჩატარებულია 2020 წლის 5 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა