საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. 51 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატვირთო ავტომობილის მძღოლისგან დაინფიცირდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამ ეტაპზე ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, თავად ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმოფოშია გადაყვანილი.
51 წლის მამაკაცის ოჯახში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ.
ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მასთან კონტაქტში მყოფი 17 პირი კი კარანტინშია გადაყვანილი.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 ადამიანი მკურნალობს.