საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრიცაა იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნების ჩატარების ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაზე მუშაობს. ჯერჯერობით, საბოლოო შეჯერებული მოდელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები არის. ის, რომ კარანტინი მათ არ გაიარონ, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, იქნება შესაბამისად სხვა მეთოდები გამოყენებული, რომელიც ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საკითხზე ვმუშაობთ, განიხილება ბევრი ვარიანტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: საპარლამენტო არჩევნებზე ჩამოსულ საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა