აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობის" წევრი - თურქეთთან საზღვრის გახსნა და მოქალაქეების მეზობელ ქვეყანაში დასაქმება სიცრუე აღმოჩნდა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია აბულაძე ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს. როგორც აბულაძე აცხადებს, თურქეთთან საზღვრის გახსნა და მოქალაქეების მეზობელ ქვეყანაში დასაქმება სიცრუე აღმოჩნდა.

მისივე თქმით, თურქეთში დასაქმებულმა მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან დაპირებული 300 - ლარიანი დახმარებაც ვერ მიიღეს.

„თურქეთიდან მოწვევის მიღების შემდეგ, მოქალაქე ნოტარიუსთან თარგმანის დასამოწმებლად რამდენიმედღიან რიგში უნდა იდგეს, რის შემდეგაც, როცა ატვირთავს დოკუმენტებს ელექტრონულად, მთავრობა პასუხს გასცემს მოქალაქეს ერთი კვირის განმავლობაში. ეს ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც დროშია გაწელილი, რა თქმა უნდა, შეუძლებელს ხდის დასაქმებას, რადგან დამსაქმებელი 10-15 დღეს არ დაელოდება დასასაქმებელ პირს.

აქ ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოქალაქეებმა უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რაზეც ბიუჯეტიდან დაიხარჯება თითოეულ მოქალაქეზე დაახლოებით 1000 ლარამდე და თუ ამ თანხას ხელისუფლება გადასცემს მოქალაქეებს, ისინი აღარ წავლენ სამუშაოდ თურქეთში და შესაბამისად, რისკებიც შემცირდება",- განაცხადა გია აბულაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს