სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მორიგი რეგიონალური შეხვედრა რუსთავში გამართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტრორის სამსახურიდან აცნობეს, მორიგი შეხვედრა მოქმედ უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ქალაქ რუსთავში გაიმართა.

„ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა - ლონდა თოლორაიამ გახსნა. შეხვედრების მიზანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის შესახებ მონაწილეთა ინფორმირება, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა და რეგიონებში არსებულ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. რუსთავში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატისა და ათამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია სამსახურის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების, ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. შეხვედრაზე აქტიურად განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც სამსახური თავისი საქმიანობის პროცესში აწყდება. თავის მხრივ მონაწილე საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს განხილული იქნა სამომავლო, ეფექტიანი თანამშრომლობის პერსპექტივები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა