ბათუმში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულის ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ

ბათუმში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ბეგლარ ხოზრევანიძე 27 ივნისს დააკავეს.

ბრალდებულის დედა ნადიკო ხოზრევანიძე ამბობს, რომ პოლიციელი მისი შვილის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

აქციის მონაწილეები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ წარსულში ადმინისტრაციული ჯარიმა ამ პოლიციელმა გამოუწერა. იმ დღეს შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ლომბარდთან შეხვდნენ ერთმანეთს და ბეგლარმა უთხრა, რატომ გამწირეო. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჩემი შვილი მანქანაში ჩაჯდა, ვაპირებდით წასვლას, ამ დროს მოვიდა პოლიციელი, გადაუდგა წინ და უთხრა მანქანა არ დაძრაო. იგინებოდა ჩემი შვილის მისამართით და მან დაარტყა პირველად. იყო ფიზიკური დაპირისპირება, ხალხმა გააშველა. წავედით სახლში, სადაც მალევე მოვიდა პოლიცია და ბეგლარი დააკავეს. ვითხოვთ სამართლიანობას, უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებას. ასევე, პოლიციელმა კანონის ფარგლებში უნდა აგოს პასუხი,"- განაცხადა ნადიკო ხოზრევანიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ბეგლარ ხოზრევანიძის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა