ლევან თოფაძის მამის განცხადებით, ოთახი, სადაც მისი შვილი დაჭრეს, კვლავ დალუქულია

დაჭრილი ლევან თოფაძის მამის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, კვლავ დალუქულია და შემთხვევის დღის შემდეგ იქ საგამოძიებო უწყებიდან არავინ მისულა.

მისი თქმით, გამოკითხვაზე არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.

„პირველ დღეს იყვნენ, დალუქეს ყველაფერი, გასაღებიც წაღებული აქვთ. იქ, სადაც მოხდა ჩხუბი, დაკეტილია და იკვლევენ. დანარჩენი - ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, არ ვიცი“,- განაცხადა ირაკლი თოფაძემ.

რაც შეეხება დაჭრილი ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი თოფაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა