სოფლების - ჭაპალა და სამტრედოს დამაკავშირებელი ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა

სოფლების - ჭაპალა და სამტრედოს დამაკავშირებელი ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 717 000 ლარი შეადგინა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 1300 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო.

ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის დაგება 2019 წელს დაიწყო. მომავალ წელს კი რეაბილიტაციის მე-3, დასკვნითი ეტაპი განხორციელდება, რის შემდეგაც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, კომფორტული ბეტონის გზით ისარგებლებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 6 448 796 ლარია გამოყოფილი.

„სოფლების ჭაპალა-სამტრედოს დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მოხარული ვარ, რომ უკვე მოსახლეობას კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის ბეტონის გზაზე გადაადგილება უწევს. ამ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გზის მოწესრიგება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 6 448 796 ლარია გამოყოფილი”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა