აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები 6 აგვისტოს გაიმართება

აკადემიური წრეებიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის არჩევნები მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, არჩევნების ჩატარებისათვის აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შესაბამისი ფართით და სათანადო ინფრასტრუქტურით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უზრუნველყოფს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, საბჭოს შემადგენლობაში კანონით განსაზღვრულ სხვა პირებთან ერთად შედის აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი.~

„საბჭოს წევრის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლებით მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს (მათ შორის, საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ს).

ხმის მისაცემად აკადემიური წრეების წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს ოფიციალური დოკუმენტი/მოწმობა, რომელიც ადასტურებს მისი აკადემიური წრეებისადმი კუთვნილებას.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი აკადემიური წრეების წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc4w6HyS_e6xG85j4Ub6qVHKwaMDXK9tt87v-M95RHHd5GKkQ/viewform

არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ ხმის მისაცემად გამოცხადდება აკადემიური წრეების არანაკლებ 3 წარმომადგენელი. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრის გზით. აკადემიური წრეების ერთი წარმომადგენელი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს. გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება აკადემიური წრეების წარმომადგენელთა სხდომის ოქმით.

აკადემიური წრეების წარმომადგენელი საბჭოს წევრად აირჩევა 1 წლის ვადით“,- აღნიშნულაი შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, არჩევნები 13:00 საათზე დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა