თამარ ბაჩალიაშვილის მამა - თუ სახელმწიფო საქმეში FBI-ის ჩართვის წინააღმდეგ წავა, თავის თავს დაღუპავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ დახმარებას დაჰპირდნენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სახელმწიფო საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას შეეწინააღმდეგება, ამით საკუთარ თავს "დაღუპავს".

„ამბავი გულთან ახლოს მიიტანეს, დეტალურად მოვუყევი ყველაფერი, რაც ხდება. ძალიან წუხან. იმედი მოგვცეს, რომ რაც შეუძლიათ დაგვეხმარებიან, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. თუ სახელმწიფო FBI-ის ჩართვაში წინააღმდეგი წავა, თავის თავს დაღუპავს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა აცხადებს, რომ შსს-ში „ზღაპრებს ყვებიან", თუმცა, ის ხვალ უწყებაში მისვლას მაინც გეგმავს.

„შსს-ში მისვლის აზრი? ზღაპრებს ყვებიან, მოწმეებს აქრობენ“,- განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა