ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობა მიმდინარეობს

ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 739 589 ლარია.

მათი ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

სოფელში მცხოვრებ 600 - მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია.

მათ შორის 170 - მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომლების საშუალებითაც წყალს დღეგამოშვებით, მხოლოდ ერთი საათით იღებენ. გარდა ამისა, დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან და გორიდან ეზიდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა