ონში სტიქიის დროს დაზიანებული წყლის მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმე დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად, სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა.

„ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით, მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდება.

ონში სტიქიამ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალი და ჟიჟორეთის წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. წყალუხვობის გამო შეუძლებელი იყო ქსელის დაზიანებულ მაგისტრალთან მისვლა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისი საავარიო ჯგუფები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოს კვლავ ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო