ადვოკატი - 25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია

პაციენტი, რომელსაც „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს, კომატოზურ მდგომარეობაში 20 თვის განმავლობაში იმყოფება.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

„25 წლის გოგო ექიმების გულგრილობით, დაუდევრობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ელემენტარული უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. მე მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია რომ ექიმებს არ ჰქონდათ საექიმო პრაქტიკა და ლიცენზია“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა