ალეკო ელისაშვილი - რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება

პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეები" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის გუნდში პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანები არიან შეკრებილი.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას მოქალაქეების მხარდაჭერის იმედი აქვს.

"დღეს გვქონდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეების“ პრეზენტაცია, ჩემს მშობლიურ ეზოში.

პრიორიტეტებს რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კვალიფიციური და პატიოსანი ხალხია შეკრებილი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი და ამ საშუალებამ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ამ ქვეყანაში ღირსეულად ვიცხოვროთ. განათლება -ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რისთვისაც ვიბრძოლებთ.

რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, დიახ, მე შევდივარ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან, რთულ ბრძოლაში. გადავწყვიტე, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის "მოქალაქეების" სახელით დავდგე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მე მაქვს ჩემი უბნელების, ჩემი საბურთალოელების მხარდაჭერის იმედი. მე ამ მხარდაჭერას ვგრძნობ. თავს არ დავზოგავ, რომ გავიმარჯვოთ" , - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, მათ კონსულტაციები ხალხთან აქვთ და არა პოლიტიკურ პარტიებთან. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდს რეგიონებში კანდიდატები ეყოლება.

"სხვა ოლქებს რაც შეეხება, თბილისში ვფიქრობთ, თუ სად შეიძლება, კანდიდატურა დავაყენოთ. საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება. შესაძლოა, 30-ვე სამაჟორიტარო ოლქში არა, მაგრამ ნამდვილად გვეყოლება", - განაცხადა ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება