ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა

ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავდა

ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე, განმუხურის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცავები აქტიურ რეჟიმში მუშაობენ და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.