დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირდაპირი ჩართვის დროს მედიის წარმომადგნელებს შესაძლებლობა ექნებათ, გვენეტაძეს შეკითხვები დაუსვან.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 11:00 საათზე დაიწყება.