საწყის საბრძოლო მომზადებას რეკრუტების მორიგი ნაკადი იწყებს

საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი იზრდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე დარეგისტრირებული 250-მდე რეკრუტი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გამოცხადდა.

განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები პირველად თავდაცვის ძელების ისტორიაში ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ და სამხედრო ცხოვრების პირველი ეტაპის გავლას გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურულ პირობებში შეძლებენ.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირების, თერმოსკრინინგისა და შესაბამისი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, რეკრუტები დღესვე საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და კურსის წარმატებით დასრულება უსურვა.

ინსტრუქტაჟის მიღების შემდეგ, რეკრუტები ჯგუფებში გადანაწილდნენ. პირველ ეტაპზე მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების შემდეგ კი, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო