გიორგი გახარია - ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს უსურვებს.

„ღრმად დამამწუხრა ბეირუთში მომხდარმა გამანადგურებელმა აფეთქებამ, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავდა ათასობით ადამიანი. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში,“- წერს პრემიერ - მინისტრი „ტვიტერზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა