„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „საგურამო-ქუთაისის“ მ/გ-ის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 7 აგვისტოს „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც რამდენიმე მუნიციპალიტეტში ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების“ კომპანიიდან აცნობეს.

„აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის წლის 7 აგვისტოს 04:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ სოფლებში: მცხეთის მუნიციპალიტეტი: მუხრანი, ძალისი, პატარა ქანდა, ძველი ქანდა, ქსანი, ციხისძირი, ძეგვი, სასხორი, ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ნიჩბისი, არმაზის დასახლება, ვაზიანი, ერედა, სელექცია, წილკანი, ახალუბანი, ფრეზეთი, ქსოვრისი, ვარდისუბანი. კასპის მუნიციპალიტეტი: აღაიანი, საქადაგიანო, ხიდისყური დუშეთის მუნიციპალიტეტი: ბაქაქური, ილტოზა, ოძისი, ჭაშა. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება წილკნის, ფრეზეთისა და წეროვნის დევნილთა დასახლებებშიც.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა