გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წესები არ არსებობს და ის “ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი”.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ შექმნილ “სისხლიან წარსულს” ყოველდღიურად აწერენ ხელს.

“იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აქ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. ესაა ის რეალობა, რომელსაც დღეს ვუყურებთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილს სურს, ყველაფერი პირად ამბიციას დაუქვემდებაროს.

“სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ყოველდღიურად უფრო ინტენსიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ შორის “ევროპული საქართველოც”, მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია და უნდა, ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა