გია ვოლსკი - რუსული აგრესია მიმართულია კონკრეტულად კავკასიის რეგიონში პოზიციების გასაძლიერებლად და არ ითვალისწინებს არავის ინტერესებს

ის დაპირისპირება, რაც რუსეთთან გვაქვს, არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატს. ეს არის მსოფლიო დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი და ჩვენ სწორ პოზიციაზე ვდგავართ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის კომენტარს გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, რუსეთი არავის ინტერესებს ითვალისწინებს.

„რუსული აგრესია მიმართულია კონკრეტულად კავკასიის რეგიონში პოზიციების გასაძლიერებლად და არ ითვალისწინებს არავის ინტერესებს, არც აფხაზების, არც ოსების, არც ქართველების და მისი სტრატეგიული მიმართულება აღწერილია რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში. ეს არის აგრესიული სახელმწიფო, არადემოკრატიული სახელმწიფო”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ხელი შეუწყო რუსულ ოკუპაციას, არამედ ამას საერთაშორისო დონეზე მოაწერა ხელი.

„საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და რადარებზე, როგორც ისინი ამას უწოდებს, არ ყოფილა ასე ძლიერ და მკაფიოდ წარმოდგენილი, განსხვავებით იმ პოზიციებისგან, რომელმაც საშუალება მისცა რუსეთს დაეპყრო, ოკუპაცია განეხორციელებინა. განსხვავებით იმ პოზიციებისა, რომელი ჩვენმა ოპონენტებმა დააფიქსირეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. არამხოლოდ ხელი შეუწყვეს ამ ოკუპაციას, არამედ ხელმოწერით დაადასტურეს საერთაშორისო დონეზე, რომ საქართველოს ბრალეულობა არსებობს ომის დაწყებაში. ესაა რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ათასობით უტიფარ და უზენეო განცხადებებს აკეთებენ ამ ომთან დაკავშირებით”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა