ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია  გამართეს

ბათუმის მერიის შენობასთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერია მათ წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობის საშუალებას არ აძლევს, შეთავაზებული ალტერნატიულ ფართი კი სამუშაოდ არახელსაყრელია.

გარემოვაჭრეები მოითხოვენ, რომ ბათუმის მერიამ ვაჭრობისთვის შესაძლებლობა მისცეთ.

„ის ბაზრობა, სადაც გადაგვიყვანეს, დაიკეტა იმის გამო, რომ იქ არ იყო მუშაობა, იქ არავინ არ შემოდიოდა. ხუთი თვე საერთოდ უმუშევარი ვიყავით. ზოგი საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, ზოგმა მაღაზია იქირავა. 120 ადამიანიდან 10 დავრჩით. ვინც გამოსავალი ვერ ვნახეთ, ისევ უკან დავბრუნდით. ვერ ვიქირავებ მაღაზიას, არ მაქვს ამის საშუალება და უნდა მოვკვდეთ? ყოველდღე გვაჯარიმებენ. ვითხოვთ, ეს ჯარიმები აღარ გამოგვიწერონ, მოგვცენ არსებობის საშუალება ან ალტერნატიული ადგილი მოგვცენ, სადაც ვაჭრობა იქნება"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნანა კინწურაშვილმა.

აქციას ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორი ჯუმბერ კობალაძე გამოეხმაურა.

„ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. არაერთხელ შევთავაზეთ სხვა ადგილი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვფიქრობთ, რა ალტერნატიული ადგილის შეთავაზება შეიძლება. თვითონაც შემოგვთავაზონ. რაც შეეხება ჯარიმებს, არაერთხელ გააფრთხილეს. იქ მცხოვრები მოქალაქეები ითხოვენ, რომ იყოს წესრიგი, სისუფთავე და არ იყოს გარევაჭრობა. ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ჩვენ რამდენიმე ალტერნატიულ ადგილს შევთავაზებთ და როგორმე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. კანონი კრძალავს ქუჩაში ვაჭრობას. სამსახური, რომელსაც ევალება წესრიგის დაცვა, ასრულებს თავის მოვალეობას" - განაცხადა ჯუმბერ კობალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა